ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 17, 2024

17.04.24 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ გახსნა და ცენტრის საქმიანობის სპეციფიკასა და მიზნებზე ისაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, დიპლომატმა და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის ყოფილმა მოადგილემ დავით ნარდაიამ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და გაწევრიანების პროცესში მიღებულ კონკრეტულ სარგებელზე ისაუბრა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.