ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 15, 2023

15.05.23 – სოფელი ხვანჭკარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მის მიზნებსა და მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.