ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 15, 2023

15.05.23 – სოფელი ხვანჭკარა
საქართველოში მიმდინარე ,,ევროპის დღეები 2023“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნაზე, გაფართოების ეტაპებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.
შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცნეტრის წარმომადგენელმა მოსწავლეების ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 6-21 მაისამდე თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობითა და საგანმანათლებო-შემეცნებითი ღონისძიებით ახორციელებს.