ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 18, 2023
![18.10.23 – სოფელი ნიკორწმინდა](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2023/10/18.10.23-sofeli-nikortsminda-scaled-e1697792523143.jpg)
18.10.23 – სოფელი ნიკორწმინდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟიორთან ქეთევან აბუთიძესთან ერთად, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ცენტრის სტაჟიორმა ქეთევან აბუთიძემ, მოსწავლეებს ნატოს ძირითად ამოცანები, გადაწყვეტილების მიღების პრინციპი და ღია კარის პოლიტიკა გააცნო.
მომხსენებლებმა, ასევე, ისაუბრეს საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე, ასევე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური ლიტერატურა გადაეცათ.