ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 6, 2023

06.12.23 – სოფელი პატარა ონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ონის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და თანამშრომლობის მექანიზმებზე; ასევე, განხილულ იქნა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.