ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 2, 2023
02.11.23 – სოფელი ლიხეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟორთან ქეთევან აბუთიძესთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.