ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 2, 2023

02.11.23 – სოფელი ლიხეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და არსებულ მექანიზმებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ცენტრის სტაჟიორმა, ქეთევან აბუთიძემ შეხვედრის მონაწილეებს ნატოს სამხედრო სტრუქტურის, დაფინანსებისა და ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.