ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 23, 2023
23.10.23 – სოფელი ველევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟიორთან ქეთევან ბუთიძესთან ერთად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების პროცესში ალიანსის როლზე და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს თემატური ლიტერატურა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.