ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23, 2024

23.02.24 – სოფელი ჭყვიში
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.