ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ევროინტეგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

დეკემბერი 20, 2023

20.12.23 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი, ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის“.

ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობის უკეთ გააზრება, იმ ღირებულებებზე ხაზგასმა, რომელსაც ევროპული ოჯახის წევრობა და ამავდროულად წევრი სახელმწიფოების იდენტობის პატივისცემის შენარჩუნება ეფუძნება.

ტრენინგს უძღვებოდა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნის, გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე, ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ტრენინგს საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025 წ.წ.) ფარგლებში ჩატარდა.