ამბროლაურის საჯარო ბიბლიოთეკაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აპრილი 7, 2022

07.04.22 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ისტორიას, გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკას, ასოცირების ხელშეკრულების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადზე და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე. ასევე, საუბარი შეეხო ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.