ამბროლაურისა და ონის ახალგაზრდებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 9, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ონის ახალგაზრდული საკრებულოს, ,,რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის (YAR) და ,,რაჭის ახალგაზრდული იდეის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.