ამბროლაურში ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა
აპრილი 16, 2024

16-17.04.24 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის ,,ეკონომიკური მედეგობის განვითარება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ თემებში“ ფარგლებში, ამბროლაურში, ახალგაზრდებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებასა და მედეგობის გაძლიერებას.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირისა და ნატო-ს როლზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის დახმარების პროექტებსა და ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის საკითხებზე.
ტრენინგის ფარგლებში, ახალგაზრდებმა ასევე, გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები საპროექტო წინადადებების შემუშავებისა და პროექტის ფინანსური მენეჯმენტის მართვის კუთხით.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია „SLOVAK-AID“-ის მიერ და მას ახორციელებს სლოვაკური ორგანიზაცია “სტრატეგიული ანალიზის“ ცენტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ თემების ეკონომიკური მედეგობის განვითარება და ადგილობრივი თვიმმართველობების, მცირე მეწარმეებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება.