ამბროლაურში დასავლური ინტეგრაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 3, 2020

ამბროლაურში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობების და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაშეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი დავით უჩაძე უძღვებოდნენ.

თამარ წულეისკირმა საინფორმაცი ცენტრის საქმიანობაზემიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდი ფონზესაქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგისა და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეები აქტიური ჩართვის მნიშვნელობაზ გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო უფროსმა, დავით უჩაძე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიმური პროცესის დინამიკაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. 

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადმინისტრაციული და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები და ახალგაზრდები დაესწრნენ. შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა გადაეცათ.

შეხვედრა აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “დასავლური ინტეგრაციის პროცესი შესახებ