ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 26, 2021

26.11.21 – მარნეული

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აკადემიის“ მონაწილეთათვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერებაზე, როგორც დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან გამკლავების ეფექტურ საშუალებაზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.