ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
მაისი 25, 2022
25.05.22 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს ამერიკულ თაროსთან თანამშრომლობით, მაღალმთიანი აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ბექა ჯოყილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდებს აქვთ უნარი დაიცვან თავი დეზინფორმაციისაგან.
შეხვედრას, რომელსაც 40-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.