ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 20, 2021

20.11.21 – ქუთაისი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, წერეთლის სახელმწიფო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.