ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 13, 2022
13.04.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა მიესალმა და ცენტრის მიზანებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
ჰიბრიდული ომების მკვლევარმა, „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, მასთან ბრძოლის გზებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული ა.ა.ი.პ-ების, საკრებულოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.