არასამთავრობო ორგანიზაციის „თაობათა დიალოგი“ მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 24, 2024

24.04.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან „თაობათა დიალოგი“ თანამშრომლობით, ორგანიზაციის მოხალისეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა იმერეთის რეგიონში ლუკა მესხმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაწევრიანების ეტაპებსა და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა სამაგიდე თამაში EU&NATO ითამაშეს, რომელსაც მენტორობას ცენტრის სტაჟიორი უწევდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.