არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავის ახალგაზრდული ცენტრი’’ წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 25, 2024

25.04.24 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავის ახალგაზრდული ცენტრი’’ წევრებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკასა და გაწევრიანების ეტაპებს.

შეხვედრის ბოლოს თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩაერთონ საინფორმაციო ცენტრის პროექტებში.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.