არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 24, 2024

24.07.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აჭარის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციის „წითელი ჯვარი“ რეგიონულ წარმომადგენლობასთან ერთად, სოციალური გამოწვევების, ბუნებრივი და ხელოვნური რისკებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი, მსმენელებს საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე, სხვადასხვა საკითხებზე საინფორმაციო სივრცეებში გავრცელებულ მითებსა და დეზინფორმაციული ნაკადების საფრთხეებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა პროპაგანდასთან გამკლავების მეთოდებზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებზე, მანიპულაციურ ინფორმაციებზე დროულად რეაგირების მნიშვნელობასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან პროაქტიული კომუნიკაციის წარმოების უპირატესობებზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განხილული იქნა ის კონკრეტული ქეისები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის საზოგადოების მხრიდან ობიექტურად აღქმისა და სწორად რეაგირების ტაქტიკის გაცნობას ისახავდა მიზნად.