არასამთავრობო ორგანიზაციის -„გადასხვაფერდი“ კლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 28, 2021

28.07.21 – შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის -„გადასხვაფერდი“ კლუბის წევრებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის Erasmus+ და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. აგრეთვე, გავრცელებული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე.
მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროპული განათლების დონითა და იმ პროგრამებით, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.