არასამთავრობო ორგანიზაციის – „გადასხვაფერდი“ კლუბის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 22, 2021

22.07.21 – შუახევი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის -„გადასხვაფერდი“ კლუბის წევრებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, გავრცელებულ დეზინოფრმაციებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში. მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მნიშნელობითა და ფუნქციებით, აგრეთვე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებით.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.