არასამთავრობო ორგანიზაციის ,,წარმატების გზა’’ წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 22, 2021

22.10.21 – კახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,წარმატების გზა’’ წევრებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძირითად საკითხებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის ძირითად გამოწვევებსა და ევროკავშირის მხრიდან მიღებულ ეკონომიკურ დახმარებებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.