არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
იანვარი 27, 2022
27.01.22 – რეგიონები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
სემინარის 60 მონაწილეს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ნატოს სტრატეგიაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოს როლს.
შეხვედრას მოდერაცია გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.