აშშ-ში სწავლის შესაძლებლობების საკითხებზე რეგიონების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 5, 2022

05.05.22 – რეგიონები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონების სკოლის მოსწავლეებთან აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებზე ონლაინ სემინარი ჩატარდა.

სემინარს საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტი დალი ხომერიკი უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აშშ-ში განათლების მისაღებად სასურველი უნივერსიტეტისა ან კოლეჯის შერჩევის სპეციფიკაზე, დაფინანსების სახეობებზე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსამზადებელ აქტივობებსა და უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის საჭირო კრიტერიუმებზე.

შეხვედრას, რომელსაც 100-მდე მოსწავლე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია და მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.