ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მარტი 28, 2024
![28.03.24 – დაბა ასპინძა](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2024/04/28.03.24-–-daba-aspindza-scaled-e1712134003522.jpeg)
28.03.24 – დაბა ასპინძა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, ევროკავშირის გაფართოების ისტორიისა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.