ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 29, 2023

29.06.23 – დაბა ასპინძა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და მერიის წარმომადგენლებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და დასასრულს მონაწილეებს თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.