ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 5, 2023
05.12.23 – სოფელი სარო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლაში უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადს, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებს. ასევე, საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის საკითხებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.