ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2024

28.03.24 – სოფელი რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, ევროკავშირის გაფართოების ისტორიისა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.