აჭარის ბიურო აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის საპრეზენტაციო შეხვედრაში ჩაერთო

აპრილი 19, 2022

19.04.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSRDG მიერ, აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის საპრეზენტაციო შეხვედრაში ჩაერთო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობებები გააცნო და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოება სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებში.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები გადაეცათ.