აჭარის ბიურო ლიტერატურული კონკურსის ,,პეგასი“ დასკვნით ღონისძიებაში ჩაერთო

სექტემბერი 28, 2021

28.09.21 – აჭარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ლიტერატურული კონკურსის “პეგასი“ დასკვნით ღონისძიებაში ჩაერთო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშილმა, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, პერსპექტივებზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, განათლების სფეროსთვის არის განკუთვნილი. ხაზი გაესვა ახალგაზრდებთან მჭიდრო საკომუნიკაციო სივრცის გაფართოებასა და მხარდამჭერ უწყებებთან პარტნიორობას.

ლიტერატურული კონკურსის “პეგასი“ მიზანი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი ხელშეწყობაა. რამდენიმე ეტაპად ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ადგილზე შექმნეს ნაწარმოებები პროზასა და პოეზიაში. კონკურსში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შემოქმედი და ლიტერატურის მოყვარული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა სამახსოვრო პრიზები, საიმიჯო ატრიბუტები და თემატური ლიტერატურა გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.