აჭარის ბიურო ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლის ღონისძიებებსა და მოსწავლეთა კონფერენციაში ჩაერთო

მაისი 13, 2022

13.05.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო, ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლის “ევროპის კვირეულის“ ღონისძიებებს შეუერთდა და მოსწავლეთა კონფერენციაში “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მიიღო მონაწილობა.

კონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებით ქვეყნისთვის გახსნილ ახალ შესაძლებლობებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ამასთანავე, მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან პროაქტიური კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა.

ბათუმის N18 საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან დავითაძემ, ხაზი გაუსვა ახალგაზრდების დაინტერესებას ევროკავშირის დაფუძნების, ფუნქციონირების, გამოცდილების საკითხებისადმი და აგრეთვე, იმ სიკეთეებისადმი, რასაც საქართველოს ევროპული გზა სთავაზობს მათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის ხელმძღვანელები და რეგიონის განათლების სისტემის წარმომადგენლები.