აჭარის ბიურო სახალხო დღესასწაულსა და კულტურულ-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთო

მაისი 28, 2022

28.05.22 – სოფელი ხალა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში პოეტ ზურაბ გორგილაძის 85 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში, სახალხო დღესასწაულსა და კულტურულ-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთო.

ღონისძებაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელობასა და ევროკავშირის სივრცეში ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურული და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის უპირატესობებზე ისაუბრა. საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე საუბრისას კი, ხაზგასმით აღინიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან პროაქტიური კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა და ამ კუთხით რეგიონულ დონეზე დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებებში ჩართულობის ეფექტიანობაზე.

ღონისძიებას რეგიონის საჯარო და სამოქალაქო სტრუქტურების, კულტურის, განათლების, აკადემიური სფეროების, მწერალთა კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.