აჭარის ბიურო საჭადრაკო ტურნირს შეუერთდა

აპრილი 6, 2022

06.04.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიურო, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ საჭადრაკო ტურნირს შეუერთდა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან პროაქტიური კომუნიკაციის წარმოების მნიშვნელობა.

სპორტულ ტურნირში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მოყვარული მოჭადრაკეები, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრისგან წიგნები და თემატური გამოცემები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები.