აჭარის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

ივლისი 14, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, საზოგადოებრივ კოლეჯთან „ახალი ტალღა“ თანამშრომლობით, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის ონლაინ სემინარი გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი, ახალგაზრდებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ მიღწევებზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამებით გახსნილ უნიკალურ შესაძლებლობებსა და  ხელშესახებ სარგებელზე ესაუბრა. სპიკერმა ახალგაზრდებს უვიზო მიმოსვლის  შესაძლებლობები და ამ პროცესში არსებული გამოწვევებიც გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების  შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, აგრეთვე, გაეცნენ ევროსტრუქტურების მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს. შეხვედრის დასასრულს განიხილეს ევროკავშირის  მიერ  საგანმანათლებლო სფეროში  გახსნილი სხვადასხვა შესაძლებლობით, მათ შორის Erasmus+ პროგრამის  დეტალები.