აჭარის რეგიონის ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
მარტი 30, 2022

30.03.22 – აჭარა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ანტიდასავლური პროპაგანდის, მისი ძირითადი მიზნებისა და ამოცანების, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებისა და გამოწვევების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო მედიაწიგნიერების როლს ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
შეხვედრას, რომელსაც აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების ა(ა)იპების და დაქვემდებარებული დაწესებულებების 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.