აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 2, 2022

02.04.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ ადგილობრივი მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეოპოლიტიკურ კონტექსტში დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთვის გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი აქტივობები და პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო სტაჟირების პროგრამასა და მასში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას.
დისკუსიის ნაწილში განხილული იქნა კომუნიკაციების მნიშვნელობა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ციფრულ პლატფორმებზე მათგან თავის დასაცავად ეფექტიანი ქმედებების გააქტიურებაზე.