აჭარის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივლისი 5, 2021
05.07.21 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და ქობულეთის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროპული გზის ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, მის ნეგატიურ გავლენებსა და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.