აჭარის რეგიონის პედაგოგებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

ოქტომბერი 29, 2021

29.10.21 – აჭარა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის პედაგოგებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის რეგიონის 200-მდე პედაგოგმა და პროფესორ-მასწავლებელმა მიიღო.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.