აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

სექტემბერი 14, 2021

14.09.21 – ქობულეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

65-მდე საჯარო მოხელეს, ფონდის „ღია საზოგადოება“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერისგან ვანო ჩხიკვაძისგან, საშუალება ჰქონდა მოესმინათ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე, გაწერილ ვალდებულებებსა და არსებულ გამოწვევებზე. მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებსა და იმ კრიტერიუმებს, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.

შეხვედრას მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.