აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

ნოემბერი 24, 2021

24.11.21 – აჭარა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მეკავშირე ოფიცერმა ნატოს გაერთიანებულ საზღვაო ძალების სარდლობაში, პირველი რანგის კაპიტანმა დავით ახვლედიანმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლოდ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრას, რომელსაც 130-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.