აჭარის რეგიონის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 15, 2021

15.03.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან “დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება” თანამშრომლობით, რეგიონის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნებზე, მის ნეგატიურ გავლენებსა და მასთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებზე. მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო. ხაზი გაესვა ახალგაზრდობასთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას და ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამებით მათთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობებს.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.