აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ონლაინ ვიქტორინა გაიმართა
თებერვალი 26, 2021
26.02.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და ბათუმის ამერიკული კუთხეს ორგანიზებით, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი ონლაინ ვიქტორინა გაიმართა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პლატფორმა kahoot-ის მეშვეობით უპასუხეს შეკითხვებს ნატოს მიზნების, პრინციპების, ფუნქციონირების საკითხებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებების პროცესსა და ინტეგრაციის ეტაპებზე. კითხვები, ასევე, ეხებოდა ალიანსის გაფართოებას, წევრ ქვეყნებს, სამშვიდობო მისიებს, ნატოს შექმნის გამომწვევ ფაქტორებსა და მისი სიმბოლოების მნიშვნელობას. ვიქტორინის ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისა და ამერიკული კუთხისგან საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.