აჭარის რეგიონული ბიურო ბათუმის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შესარჩევ პროცესში ჩაერთო

მარტი 17, 2022

17.03.22 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიურო, ქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრთა შესარჩევ პროცესში ჩაერთო. ცენტრი მიმდინარე წლის მანძილზე, ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებასთან თანამრომლობით, მუნიციპალური პროგრამის „ახალგაზრდული საბჭო“ განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის რეგიონის საჯარო სამსახურებისა და სამოქალაქო სექტორის ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილი აქტივობებზე ისაუბრა, განსაკუთრებული აქცენტი რეგიონის ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე გააკეთა და ამ კუთხით ყურადღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების ინფორმირებულობის გააქტიურებაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ კომუნიკაციების სტრატეგიების მიზანმიმართულ გამოყენებასა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას.

ქალაქ ბათუმის მერიის „ახალგაზრდული საბჭოს“ მიზანი, სამომავლოდ ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა და ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმავა-განხორციელებაში მათი ინტერესებისა და საჭიროებების მაქისიმალურად გათვალისწინებაა.