აჭარის რეგიონული ბიურო პროექტის „ლიდერი მასწავლებელი განათლებაში” მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაში ჩაერთო
თებერვალი 12, 2022
12.02.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ლიდერი მასწავლებელი განათლებაში” მონაწილეებთან გამართულ შეხვედრაში ჩაერთო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო და ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პედაგოგთა კავშირის “განათლება და სამყარო” მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებასა და მათში ლიდერობის უნარ-ჩვევების ამაღლებას.