აჭარის რეგიონულმა ბიურომ შემეცნებით აქტივობებში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა
მაისი 17, 2022
17.05.22 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა ბიურომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები სერტიფიკატებითა და პრიზებით დააჯილდოვა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციის გააქტიურებაზე.
ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ, მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების „ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ჩართულობის გამოცდილებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა სასკოლო სივრცეებში სამოქალაქო განათლების მიმართულებით საქმიანობის გააქტიურებას.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ქობულეთის რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმომადგენლები.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.