აჭარის საყმაწვილო-სასკოლო დასების ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ მონაწილეებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 3, 2021

03.12.21 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერითა და აჭარის სასკოლო-საყმაწვილო დასების თეატრალური ფესტივალის „პირველი ავტოგრაფი“ ავტორების ინიციატივით, ბათუმის 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ გახსნა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ესაუბრა. ასევე, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ნატო-ს ისტორია, გაფართოების ეტაპები, სამშვიდობო მისიები და საქართველოსთან პარტნიორობის ეტაპები გააცნო.
სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს თემატური საჩუქრები გადაეცათ.