აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 26, 2023
26.01.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, სტუმრებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ, ტურიზმის სექტორთან ახალი სამიზნე ჯგუფის ფორმირებასა და მასში ადგილობრივ მცირე ბიზნესით დასაქმებულთა აქტიურ ჩართულობას. ხაზი გაესვა დეზინფორმაციული ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და მათგან თავის დასაცავად საზოგადოებასთან პროაქტიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.
აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი ბერიძემ, ფედერაციის მიერ დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები მიმოიხილა და საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით მიზნობრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა.