ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 14, 2022

14.07.22 – ბაღდათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ბაღდათში დაგეგმილ აქტივობებსა და თანამშრომლობის გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

შეხვედრის მონაწილეებს მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ქარდავამ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და კანდიდატის წევრობის პერსპექტივაზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა იმ მოლოდინებზე, რომელსაც მოსახლეობა ევროკავშირისგან უახლოეს მომავალში ელოდება.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ და დაიგეგემა კონკრეტულ სამსახურებთან საინფორმაციო შეხვედრები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.